ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთობლივი წვრთნები


დღეს ჩინეთმა და რუსეთმა ყვითელ ზღვაში ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყეს. სამხედრო მანევრები ექვს დღეს გაგრძელდება და მასში 16 ჩინური ხომალდი და ორი წყალქვეშა ნავი მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნები მოიცავს საზღვაო-საჰაერო თავდაცვას, წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკას, საძიებო-სამაშველო სამუშაოებს და ანტიტერორისტულ სწავლებებს. 2005 წლის შემდეგ ეს რუსეთის და ჩინეთის რიგით მეოთხე ერთობლივი სამხედრო მანევრებია.

XS
SM
MD
LG