ჩინელი დისიდენტი ჩენ გუანჩენგი შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას სიტუაციის განმუხტისთვის. დისიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა შეერთებული შტატების მიმართ, რომელმაც იგი პეკინში ამერიკის საელჩოში შეიფარა და უფლება მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებში იცხოვროს და ისწავლოს.
დისიდენტმა ეს კომენტარი ჩამოსვლიდან სულ ცოტა ხანში, ნიუ იორკის ერთერთ უნივერსიტეტში გააკეთა, სადაც იგი შეერთებულ შტატებში ჩამოსვლიდან სულ ცოტა ხანში მივიდა. ჩინელ დისიდენტს აეროპორტში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და მეგობარი პროფესორი ჯერომ კოენი დახვდნენ.
ჩენ გუანგჩენგის ნიუ იორკში ჩამოსვლით დასრულდა ერთთვიანი დიპლომატიური დაძაბულობა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც დისიდენტის შინაპატიმრობიდან გაქცევით დაიწყო.