ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ბრიტანეთს აკრიტიკებს


ჩინეთის სახელმწიფო მედია დიდ ბრიტანეთს დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა 14 მაისს ლონდონში ტიბეტის სასულიერო ლიდერი, დალაი ლამა მიიღო.

სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს სარედაქციო წერილში ორშაბათის შეხვედრა „ბრიტანულ-ჩინური ურთიერთობის შავ ლაქად“ და ქვეყნის „საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად“ იყო მოხსენიებული. ჩინეთის ხელისუფლება დალაი ლამას ტიბეტის ჩინეთიდან გამოყოფის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც სასულიერო პირი კატეგორიულად უარყოფს.

პეკინში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ჰონგ ლის განცხადებით, ბატონმა კამერონმა ჩინელებს „ემოციური ტკივილი“ მიაყენა და „ბრიტანულ-ჩინურ ურთიერთობასაც დიდი ზიანი მოუტანა“.

XS
SM
MD
LG