ჩინეთი შეერთებულ შტატებს აუცილებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რათა მომავალში უსინათლო დისიდენტის, ჩენ გუანჩენის მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს. ეს უკანასკნელი შინა პატიმრობიდან გაიქცა და პეკინში აშშ-ის საელჩოს შეაფარა თავი.
დღეს პეკინში მიმდინარე სპეციალურ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰონგ ლიმ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „გასულ კვირას მომხდარი ინციდენტი, შეერთებული შტატების მხრიდან ჩინეთის საშინაო საქმეში ჩარევად აღიქმება“. შესაბამისად ამერიკა მოვალეა საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და აღნიშნული გამოცდილებიდან საჭირო დასკვნები გააკეთოს, რათა მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდეს."