რუსეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პრეზიდენტ პუტინის ინაგურაციის დროს რუსეთის პოლიციის მიერ ოპოზიციონერი ქალბატონის ცემის გამო, რომელიც მოყვარულის ვიდეოკამერით არის გადაღებული და ახლახან ინტერნეტშიც გამოჩნდა.
მოსკოვის პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა საპროტესტო დემონსტრაციის დროს, რომელიც ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ იყო მიმართული.