ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში სპეც-რაზმმა აქცია დაშალა


კვირას, რუსეთის სპეც. დანიშნულების რაზმებმა მოსკოვში გამართული დემონსტრაცია დაშალეს. 200, 000-მდე დემონსტრანტმა ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტების წინა დღეს პროტესტი გამოთქვა. ჩაფხუტიანი ოფიცრები მომიტინგეებს სცემდნენ და ბევრ მათგანს დემონსტრაციის ადგილიდან ძალით მიათრევდნენ, როცა ორ მხარეს შორის მდინარე მოსკოვზე გადებულ ხიდზე ხელჩართული დაპირისპირება დაიწყო.

დაკავებულთა შორის არის საპროტესტო აქციის სამი ლიდერი-ალექსეი ნავალნი, ბორის ნემცოვი და სერგეი უდალცოვი. მთავრობის ინფორმაციით, დაშავდა პოლიციის ოთხი ოფიცერი.

2008 წელს, პრეზიდენტობის გადაბარების შემდეგ პუტინი რუსეთის პრემიერ მინისტრი იყო. წელს მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. მსოფლიო ლიდერებმა პუტინის გამარჯვება თავშეკავებულად აღიარეს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგები ყოფილი პრემიერის სასარგებლოდ გაყალბდა.

XS
SM
MD
LG