რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დმიტრი მედვედევის კანდიდატურა დაამტკიცა. ყოფილი პრეზიდენტის გაპრემიერებას მხარი 299 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა მისცა 144 დეპუტატმა. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრემიერის პოსტზე დმიტრი მედვედევის კანდიდატურა გუშინ ინაუგურაციის შემდეგ წამოაყენა. ვლადიმირ პუტინი ქვეყნის ლიდერი მესამე ვადით გახდა. მანამდე მას პრეზიდენტის პოსტი 2000-2008 წლებში ეკავა.