ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი დიდი რვიანის სამიტს არ დაესწრება


რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა არ დაესწროს დიდი რვიანის შეხვედრას კემპ დევიდში. ამის შესახებ პუტინმა სატელეფონო საუბარში პრეზიდენტ ობამას აუწყა. ხოლო მიზეზად ახალ კაბინეტში მან მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები დაასახელა, რაც მისი მოსკოვში ყოფნის აუცილებლობას საჭიროებს.

სანაცვლოდ, დიდი რვიანის სამიტს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი დმიტრი მედვედევი დაესწრება. თეთრი სახლის ოფიციალური პირების განცხადებით, პუტინმა მომავალ თვეს მექსიკაში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა.

XS
SM
MD
LG