ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი სამიტს არ დაესწრება


პრეზიდენტი პუტინი და ბარაკ ობამა ერთმანეთს მომავალ თვეს მექსიკაში დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან.

თეთრი სახლი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომავალ კვირას ვაშინგტონში დიდი რვიანის სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხადა.

თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, პუტინის ეს გადაწყვეტილება გამოწვევა არ არის, რადგან ახლადარჩეულ პრეზიდენტს კაბინეტის დანიშვნა ჯერ არ დაუმთავრებია. პუტინმა სამიტზე პრემიერ მინისტრი დმიტრი მედვედევი გააგზავნა.

პრეზიდენტი პუტინი და ბარაკ ობამა ერთმანეთს მომავალ თვეს მექსიკაში დიდი რვიანის სამიტზე შეხვდებიან.

ოთხშაბათს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლის განცხადებით, საუბარი ბოლო სამი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მიღწეულ წარმატებებს და სამომავლო პერსპექტივებს ეხებოდა.

XS
SM
MD
LG