ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი ციხიდან გაათავისუფლეს


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი, პრეზიდენტ პუტინის საწინააღმდეგოდ უფრო მეტი დემონსტარციების მოწყობას აპირებს. ამის შესახებ მან ციხიდან გათავისუფლებისთანავე განაცხადა. ბატონმა ნავალნიმ მხარდამჭერებს ასე მიმართა:

„ჩვენ ვერც ციხის რკინის საწოლები შეგვაშინებს და ვერც მისი უგემური საჭმელი. ამ დაწსებულებაში 2-ჯერ კი არა 20-ჯერ შევალ თუ ეს საჭიროა; ჩვენ ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ხელისუფლება დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააჯარიმებს თანხასაც შევუგროვებთ...“

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ალექსეი ნავალნის მოწოდებით მორიგი საპროტესტო აქცია, რუსეთის ეროვნულ დღესასწაულზე - 12 ივნისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG