ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი და რუსეთი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გადაწყვიტეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაღრმაონ.

ეთობლივი გადაწყვეტილება მოსკოვმა და ანკარამ 2022 წელს გამართული პირველი სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიიღეს. პრეზიდენტებს შორის საუბრის დროს „მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა გაღრმავდება“, - ნათქვამია კრემლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სატელეფონო საუბრის დროს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს შეთანხმების იურიდიული საკითხები, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყობს. შეთანხმება ასევე მოიცავს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას და სირიასა და ლიბიაში კრიზისების მოგვარებას.

ანკარაში ამბობენ, რომ საუბარი ურთიერთობების გაუმჯობესებას ეძღვნებოდა.

„შეხვედრის დროს პრეზიდენტებმა განიხილეს კავკასიაში, სირიასა და ლიბიაში არსებული ვითარება რეგიონში და საერთაშორისო მოვლენების ჭრილში. საუბრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთ-რუსეთის თანაშრომლობის გადაწყვეტილება ყველა სფეროში“, - განაცხადა ზარის შემდეგ ოფიციალურმა ანკარამ.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები უკრაინის საზღვართან მზარდი დაძაბულობის დროს ღმავდება მაშინ, როცა ვაშინგტონი და ბრიუსელი რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრებიან. ამ ჭრილში მოსკოვსა და ანკარას შორის უთანხმოება არსებობს, რადგან თურქეთმა უკრაინას დრონები მიყიდა, რომლებიც კიევმა რუეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ გამოიყენა. პარალელურად, ანკარა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. უცნობია ისაუბრეს თუ არა ამ საკითხის შესახებ პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო ზარის დროს.

რუსეთი უკრაინის საზღვართან დაძაბულობას ზრდის და დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს ელოდება. მოსკოვის სურვილია ნატომ გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

რაც შეეხება კავკასიაში მიმდინარე პროცესებს, რუსეთი და თურქეთი აქტიურად არიან ჩართული ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში. რეგიონში არსებული ვითარების შესახებ მოსკოვში უახლოეს პერიოდში ანკარასა და ერევანს შორის სპეციალური შეხვედრის გამართვა იგეგმება, რათა დაიწყოს საუბრები თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ნორმალიზებაზე.

სირიასა და ლიბიაში რუსეთი და თურქეთი დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს, მაგრამ მათი საერთო მიზანია შეამცირონ მხარეებს შორის დაპირისპირება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG