ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის მიერ, სანქციების მორიგ ტალღას აფასებენ ვაშინგტონში. ექსპერტები განმარტავენ, რომ სანქციების მორიგი ტალღა ამერიკა-საქართელოს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ნიშანია და ის შესაძლოა ერთგვარ წინსაარჩევნო გაფრთხილებადაც აღიქმებოდეს.
ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება ინტერესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი. თბილისს აკვირდებიან, როგორც კაპიტოლიუმიდან, ისე თეთრი სახლიდან. ექსკლუზიური ინტერვიუები სენატორ ჯინ შაჰინთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორ მაიკლ კარპენტერთან.
გავლენიანი ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ოქტომბრის არჩევნების შესახებ მოლოდინებზე, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
Საქართველოში არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. Წინასაარჩევნოდ, სექტემბერში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ე.წ “უცხოეთის აგენტების" კანონი აამოქმედა. Რას ფიქრობენ თეთრ სახლში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რა ნაბიჯებს უნდა ელოდოს საქართველო ამერიკისგან.
ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, პირველი საპრეზიდენტო დებატები შედგა. ეს პირველი შემთხვევაა ამერიკის ისტორიაში, როდესაც საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობას ქალი ვიცე-პრეზიდენტი იღებს. რაზე ისაუბრეს კანდიდატებმა და როგორ ჩაიარა დებატებმა?
იმ მრავალ კითხვას შორის, რომელიც ამერიკაში ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა პროცესებმა გააჩინა, ისიცაა თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნებათ კანდიდატებს უკრაინის მიმართ, უფრო კონკრეტულად კი რა გავლენა ექნება ამას რუსეთ-უკრაინის ომზე.
რას ნიშნავს პენტაგონის მიერ ქვეყნისთვის სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადება და ევროკავშირისგან თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი დახმარების გაყინვა. ევროპაში ამერიკის ძალების ყოფილ მთავარსარდალს მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა.
სომხეთ- აზერბაიჯანი ისე ახლოს არიან მშვიდობასთან, როგორც არასდროს- ამბობენ ვაშინგტონში ექსპერტები. თუმცა, ამ პოზიტიური განცხადების ფონზე, შიშობენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის საბოლოო მშვიდობის გზაზე, უამრავი დაბრკოლებაა, იქნება ეს რუსეთის ფაქტორი, რეგიონის გამოწვევები თუ სხვა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, დაეძლია ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტო, დასავლეთში უკვე მწვავედ და არაერთხელ გააკრიტიკეს. ექსპერტები ვაშინგტონში თვლიან, რომ მიღებულ კანონს მძიმე გავლენა ექნება, როგორც ქვეყნის დასავლურ კურსზე, ისე შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ დასავლეთში. ვაშინგტონში ექსპერტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ამ ნაბიჯით ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქცია და რომ ახლა ისინი ამერიკისგან დამატებით სანქციებს უნდა ელოდონ.
მეტის ჩატვირთვა