ორი წელი გავიდა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. პრეზიდენტ ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, გენერალი ჯეიმს ჯონსი ამბობს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მსოფლიომ ნათლად დაინახა რუსული ჯარის სისუსტეები და უკრაინული მხარის ძლიერება.
ჯერჯერობით უკრაინის დახმარების საკითხი კონგრესში კვლავ ჭიანურდება. სენატორებისა და კონგრესემენების ნაწილი ამბობს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემა მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების, ისე ამერიკის იმიჯისა და მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა, უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობასა და ამ მიზნის მისაღწევად, დასავლური იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე კვლავ საუბრობს. როგორ აღიქვამენ ევროპაში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინის დამარცხებას დასავლური დემოკრატიებისთვის.
მაშინ, როდესაც ნავალნის ოჯახი მისი ცხედრის მოპოვებისთვის იბრძვის, დასავლური დემოკრატიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პუტინმა ოპოზიციონერის წამებითა და მკვლელობით მკვეთრი მესიჯი გაუგზავნა როგორც საკუთარ მოსახლეობას, ისე თავის მტრებს.
მაშინ, როდესაც ვაშინგტონში კანონმდებლები კვლავ ცდილობენ უკრაინისთვის დახმარების გადაცემის საკითხზე, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერას ევროპა ცდილობს. ვინ როგორ ეხმარება უკრაინას და რა გამოწვევების წინაშე დგანან მოკავშირეები
ერთწლიანი მოლაპარაკებები და დიპლომატიური ბრძოლა დასრულებულია - თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, საპასუხოდ კი ამერიკა მზადაა, თურქეთს ეფ-16-ები გადასცეს. რა მნიშვნელობა აქვს ეფ-16-ების თურქეთისთვის გადაცემას რას შეცვლის ეს შეთანხმება ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებში.
არსებობს მოლოდინი, რომ სენატს შესაძლოა დღეები დასჭირდეს იმისთვის, რომ დახმარების პაკეტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხდეს. ახლანდელი სახით ის უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის, ხოლო ისრაელისთვის 14 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას გულისხმობს.
სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. მართალია, სენატმა წინა დღეს ვერ შეძლო 118 მილიარდიანი დახმარებისა და საზღვრის დაცვის პაკეტის მიღება, თუმცა ამერიკელმა კანონმდებლებმა ორი ქვეყნის სამხედრო დახმარებას კენჭი ცალკე უყარეს. რაზე შეთანხმდნენ სენატორები.
რა მნიშვნელობა აქვს ნატოს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, რა მესიჯს უგზავნის ის რუსეთს და შესაძლოა თუ არა რუსეთისგან ამ წვრთნებზე სამხედრო პასუხი.
ნატომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. კრემლში ამბობენ, რომ ეს პროვოკაციაა და ნატოს წვრთნებს მათგან საპასუხო სამხედრო ქმედება მოჰყვება- რა მნიშვნელობა აქვს ამ წვრთნებს, რითია ის გამორჩეული და რა შესაძლო სამხედრო პასუხზე საუბრობს რუსეთის ხელისუფლება.
უკრაინაში ომის დაწყებიდან, თითქმის, 2 წელი გავიდა. მიუხედავად დასავლური დემოკრატიების მხარდაჭერისა, ქვეყანას დამატებითი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სჭირდება რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად.
3-თვიანი ბრძოლისა და ათიათასობით მსხვერპლის შემდეგ, ნეთანიაჰუს მთავრობის მიზნები შესრულებული არაა. ვაშინგტონის საექსპერტო წრეებში ამბობენ, რომ ჰამასის განადგურება რეალური, თუმცა რთული მიზანია, რომელსაც უკეთ დაგეგმილი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გეგმა სჭირდება.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარტიის პირველი ე.წ „კოკუსი“ აიოვას შტატში ჩაატარეს, სადაც ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა გაიმარჯვა
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რბოლა აქტიურ ფაზაში შედის. რესპუბლიკური პარტიის წამრომადგენლებმა პარტიის პირველი კოკუსი აიოვას შტატში ჩააყარეს, სადაც დამაჯერებლი გაამრჯვება ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა მიიღო. რას ნიშნავს ეს გამარჯვება საარჩევნო პროცესისთვის.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაღრმავდა. ირანი რუსეთში დრონების წარმოებას გეგმავს. 2025 წლისთვის, 6000-მდე შაჰიდის ტიპის დრონის უნდა იქნას გამოშვებული. რა სარგებელს იღებენ ისინი ერთმანეთისგან და რა საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ სამყაროს?
2 თვეზე მეტია, ისრაელ ჰამასს შორის საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. ისრაელის ყველაზე დიდი მოკავშირე ამ ომში ამერიკაა, ხოლო "ჰამასს" ირანი უჭერს მხარს. ამერიკისა და ირანის გარდა, კონფლიქტის ირგვლივ სხვა რეგიონული მოთამაშეებიც ფიგურირებენ, მათ შორის, თურქეთი და რუსეთი.
მეტის ჩატვირთვა