შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების ყოფნას რუსეთი „პროვოკაციად“ აფასებს

მეორე კვირაა ამერიკული სამხედრო გემები შავ ზღვაში იმოფებიან, რაც რუსეთის გაღიზიანებას და სამხედრო მობილიზაციას იწვევს. განცხადება ცოტა ხნის წინ კრემლში გაკეთდა. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, შავ ზღვაში ამერიკული გემების ყოფნა „პროვოკაციაა“

„ეს არის ჩვენი გამოცდა, შეამოწმონ რამდენად მზად ვართ ჩვენ და როგორია ჩვენი თავდაცვითი სისტემაა შავ ზღვაზე, რომელიც ჩვენ ავაშენეთ,“- აცხადებს ის.

პუტინის მიისტრთა კაბინეტის წევრი ამბობს, რომ შავ ზღვაში ბევრი ქვეყანა აძლიერებს საკუთარ შეიარაღებას და თავდაცვას, თუმცა კონკურენტად რუსეთი არავის განიხილავს.

კრემლისთვის დასავლური ძალების გემების შავ ზღვაში გადაადგილება მიუღებელია, ამას ივნისში მცირე ინციდენტიც მოჰყვა. მაშინ, როცა ბრიტანულმა ხომალდმა, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მახლობლად ჩაიარა, რუსეთმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

ასევე ნახეთ: რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები გამართა

შავი ზღვა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ე.წ. ცხელ წერტილად მიიჩნევა, რადგან ამერიკული ხომალდები პარტნიორი ქვეყნების პორტებში გადაადგილდება. მათ შორის თურქეთში, უკრაინასა და საქართველოში. ამერიკული სამხედრო გემების გამოჩენის პარალელურად, რუსეთმა სამხედრო წვრთნები გამართა და ყირიმის მახლობლად გემების მობილიზაციაც გამოაცხადა.

ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა და მას შემდეგ კრემლი ამ ტერიტორიას როგორც ხმელეთზე, ასევე წყალშიც აკონტროლებს. საერთაშორისო საზოგადოება კი კრემლის ქმედებებს არ აღიარებს და ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს.

2014 წლის ანექსიისა და უკრაინასთან ომის შემდეგ, რუსეთს ვაშინგტონმა და ბრიუსელმა სანქციები დაუწესა, პარალელურად ბოლო წლების განმავლობაში ამერიკასა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობა იზრდება.