უკვე რამდენიმე დღეა, რაც რუსეთში სამუშაო პროცესი შეჩერებულია, თუმცა კოვიდ19-ით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ერთკვირიანი უქმეები კი შესაძლოა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გახანგრძლივდეს.
კრემლის გადაწყვეტილებით, რეგიონებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა შემცირდეს ინფიცირებულთა რიცხვი.
პარალელურად კი რუსეთში აღრიცხული ინფიცირებულების რაოდენობა ზრდას განაგრძობს. იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში 1 195 რუსეთის მოქალაქე გარდაიცვალა კოვიდ19-ით. ეს რეკორდული მონაცემებია - ამბობენ რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფში.
რაც შეეხება დადასტურებულად ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 24 საათში 40 217-ით გაიზარდა. აქედან მხოლოდ მოსკოვში 6 000-ზე მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რუსეთში ერთკვირიანი უქმეები 30 ოქტომბერს გამოცხადდა. შეზღუდვები შესაძლოა გარკვეულ რეგიონებში მეტი ხნით გახანგრძლივდეს.
Facebook Forum