ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალთა ხმები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კლიმატის ცვლილება და კორონავრიუსის პანდემია წამყვანი თემები იყო. თუმცა, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ ყველას შეახსენა, რომ ისინი ერთ მნიშვნელოვან დეტალს სათანადო ყურადღების გარეშე ტოვებდნენ: "სამყაროს ვერ გადავარჩენთ, თუ ყველაზე მოწყვლადებს დავივიწყებთ - ქალებს, გოგონებს და უმცირესობებს".

როგორც ჩანს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ქალთა წამორმადგენლობა ნელ-ნელა იზრდება. პირველი სამი დღის განმავლობაში სიტყვით 5 ქალი გამოვიდა, დღეს კი 8 ქალი ლიდერის გამოსვლაა დაგეგმილი.

პარასკევს, სამი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და 5 პრემიერ- მინისტრი დაიკავებენ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნას.

"როგორც ჩემი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტისთვის, გენდერული ბალანსის დაცვის მოლოდინი უფრო მძიმეა",- თქვა სამია სულუჰუ ჰასანმა, ტანზანიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, კოვიდ-19-ის გამო, მსგავსი მიღწევები მის ქვეყანაში სულ უფრო მცირდება.

გაეროს ასამბლეაზე სულ 13 ქალი ლიდერი გამოვიდა, ან გამოვა სიტყვით. ისინი სპიკერების 10%-ს შეადგნენ, რაც მცირე მაჩვენებელია, თუმცა წინა წელთან შედარებით ეს რიცხვი გაზრდილია. გასულ სამიტზე მხოლოდ 9 ქალი ლიდერი გამოვიდა სიტყვით.

"შეუძლებელია არსებობდეს დემოკრატია, უსაფრთხოება და განვითარება კაცობრიობის ნახევრის [ქალების] გარეშე",- თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა ოთხშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG