ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეულის ლიდერები ვაქცინაციის უთანასწორობის შესახებ იმსჯელებენ


კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს კვლავ ორ ნაწილად - აცრილებად და უცრელებად ჰყოფს. "დიდი ოცეულის" ქვეყნების ლიდერები კი ამ კვირის ბოლოს იკრიბებიან და განხილვის ერ-ერთი უმთავრესი თემა სწორედ ამ განსხვავების შემცირების გზები იქნება.

2019 წლის შემდეგ ლიდერები პირველად შეხვდებიან ერთმანეთს პირისპირ. პანდემიის საკითხები ალბათ ამ შეხვედრის სხვა თემებსაც გადაფარავს და წამყვანი თემა იქნება. სამიტი შაბათს რომში იწყება.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა "ვაქცინების მსოფლიო არსენალიცაა". ამერიკამ ამ დრომდე სხვა ქვეყნებს 1.1 მილიარდი ვაქცინის დოზა აჩუქა.

თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს საჭიროზე ბევრად ნაკლებია. დაპირებული დოზების ნაწილი ჯერ არ არის მიწოდებული და ამავე დროს, ანალიტიკური კომპანია "ეარფინიტის" კვლევის თანახმად, სწორედ "დიდი ოცეულის" ქვეყნებმა მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით, ვაქცინების 15-ჯერ მეტი რაოდენობა მიიღეს, ვიდრე მაგალითად, სუბ-საჰარული რეგიონის ქვეყნებმა.

მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ლიდერები პირობას დებენ, რომ მზად არიან ერთობლივად იმუშაონ და მეტი გააკეთონ. სექტემბერში ამავე ქვეყნების მინისტრებმა ერთხმად მოაწერეს ხელი რომის პაქტს, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დათქმული ვადებისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ გამოხატა. ჯანმოს მიზანი 2021 წლის ბოლომდე მსოფლიოს მოსახლეობის 40 %-ის აცრაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG