ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონმა პირველი ანტივირუსული აბი დაამტკიცა, რომლითაც კოვიდ-19-ს უმკურნალებენ


პირობითი ავტორიზაციის საფუძველზე, ბრიტანეთმა კოვიდ-19-ის სამკურნალო, პირველი ანტივირუსული აბი დაამტკიცა. ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "მერკის" მიერ წარმოებული "მოლნუპირავირის" დამტკიცებას შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში და სხვა ქვეყნებშიც ელიან. ამერიკელი მარეგულირებლები მისი ეფექტურობის და უსაფრთხოების განხილვას ნოემბრის მეორე ნახევარში გეგმავენ.

ლონდონის გადაწყვეტილებით, "მოლნუპირავირის" აბების მიცემა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზევით ბრიტანელებზე, ვისაც კოვიდ-19 დაუდასტურდება და აქვს მწვავე დაავადების განვითარების მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორი. ასეთი დაავადება შეიძლება იყოს ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, სხვადასხვა დაავადებით ან მკურნალობით გამოწვეული ორგანიზმის დასუსტებული იმუნიტეტი და ა.შ.

"მოლნუპირავირის" აბი აქამდე დამტკიცებული პრეპარატებისგან განსხვავებით, იოლად მისაღებია. მას მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე პაციენტები რეცეპტის საფუძველზე, სამედიცინო პერსონალის დაუხმარებლად, საკუთარ სახლში, დღეში ორჯერ მიიღებენ.

"მერკი" (Merck & Co.) აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ მათ მიერ შემუშავებული ექსპერიმენტული მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებელს ანახევრებს. "მოლნუპირავირი" (Molnupiravir) "მერკმა" პარტნიორ კომპანია "რიჯბექ ბიოთერაპევტიქსთან" (Ridgeback Biotherapeutics) ერთად შეიმუშავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG