ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი ირანის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს


კადრი ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ვიდეოდან, რომელიც მათი თქმით, ამერიკულ საბრძოლო ხომალდს აჩვენებს.
კადრი ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ვიდეოდან, რომელიც მათი თქმით, ამერიკულ საბრძოლო ხომალდს აჩვენებს.

პენტაგონი ირანის ბრალდებებს უარყოფს. ისლამური სახელმწიფოს რევოლუციის მცველთა კორპუსი აცხადებს, რომ მათ დააკავეს ამერიკული ტანკერი, რომელსაც ირანული ნავთობი ომანის ზღვაში გადაჰქონდა.

"მე ვნახე ირანული მხარის განცხადებები. ეს აბსოლუტური, სრული სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა ჯონ კირბიმ, პენტაგონის პრეს-მდივანმა. კირბიმ ასევე თქვა, რომ თავად ირანულმა ძალებმა ოქტომბრის ბოლოს ომანის ზღვაში უკანონოდ დააკავეს კომერციული ხომალდი. ამერიკული მხარე სიტუაციას აკვირდებოდა, თუმცა ირანის სამხედრო ძალებთან რაიმე ტიპის დაპირისპირება ან ხომალდის ჩამორთმევა არც უცდია.

"ირანის ქმედებები საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევებითაა სავსე. ის საფრთხეს უქმნის კომერციული ტვირთის თავისუფალ დინებას და გადაადგილების თავისუფლებას. ხომალდის ჩამორთმევა თავად და მხოლოდ ირანის მხრიდან მოხდა", - განმარტა ჯონ კირბიმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG