რამდენად დაცულია ამერიკის უსაფრთხოება, როგორია აშშ-ის პოლიტიკა ჩინეთის მიმართ, რა გამოწვევები არსებობს და როგორი ურთიერთობებია ვაშინგტონსა და პეკინს შორის-ამ და სხვა საკითხებზე ამერიკის სენატში დღეს მოსმენა გაიმართება. ასიგნებების კომიტეტის წინაშე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები წარსდგებიან.
მთავარი განსახილველი საკითხი ჩინეთია, კანონმდებლებს ინფორმაციას მიაწვდის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და ვაჭრობის მდივანი ჯინა რაიმონდო. ეს იშვიათი მოსმენაა, როდესაც საკითხზე საჯარო შეხვედრა იმართება, სადაც ერთდროულად პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამი მაღალი თანამდებობის პირი იქნება წარმოდგენილი.
ასევე ნახეთ: ავსტრალია, ამერიკა, ბრიტანეთის ახალი ფლოტი - "აუკუსის" შეთანხმების დეტალებიბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ჩინეთი ნომერ პირველ გამოწვევად არის დასახელებული, ამ პოზიციას იზიარებენ ამერიკელი კანონმდებლებიც. ჩინეთი, როგორც გამოწვევა არის საკითხი, რომელზეც ღრმად პოლიტიკურ პოლარიზაციაში მყოფი დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთიანდებიან.
ჩინეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები უკვე წლებია დაძაბულია, ურთიერთობების გაუარესება ჩინეთის აეროსტატის ამერიკის საჰაერო სივრცეში შემოსვლამ განაპირობა, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის დეპარტამენტმა ჩამოაგდო. მაშინ ამერიკელი კანონმდებლები ამბობდნენ, რომ ჩინეთმა ამერიკის საჰაერო სივრცე და სუვერენიტეტი დაარღვია. ამის შესახებ სპეციალური რეზოლუციაც იქნა მიღებული, სადაც დაგმობილი იყო პეკინის ქმედებები.
ამერიკის კონგრესმა ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად დაამტკიცა „ჩიპებისა და მეცნიერების“ აქტიც, რომელიც ამერიკას აძლევს საშუალებას ტექნოლოგიური კუთხით გაზარდოს კონკურენცია ჩინეთთან მიმართებაში.
Your browser doesn’t support HTML5
გაუარესებული ურთიერთობების ფონზე გასულ კვირას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჩინეთის მთავარ დიპლომატს ვანგ იის შეხვდა. მედიაში არსებობდა მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა ქვეყნებს შორის პოზიციებს დაათბობდა.
პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულ ურთიერთობებს ასევე განაპირობებს ტაივანის საკითხიც. სადაც ამერიკისა და ჩინეთის პოზიციები ერთმანეთს სცდილდება. ჩინეთი ტაივანის ირგვლივ პოზიციებს აძლიერებს პეკინის ქმედებების პარალელურად, რეგიონში პოზიციებს ამყარებს ვაშინგტონიც.
Your browser doesn’t support HTML5
დაძაბული ურთიერთობების ფონზე სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები ამერიკელ კანონმდებლებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ და ერთად განსაზღვრავენ 2024 წლის ბიუჯეტს და ნაბიჯებს ჩინეთთან მიმართებაში.