ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთმა ამერიკული წარმოების  "ჰაიმარსები" მიიღო


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი და არაპროვოცირებული ომის პირობებში, პოლონეთმა ამერიკისგან "ჰაიმარსები" მიიღო. ესაა პირველი შევკეთა, რომელიც 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში პოლონეთში ჩავიდა. ვარშავის მიზანია გააძლიეროს აღმოსავლეთის ფლანგი და განაახლოს თავდაცვითი შეიარაღება.

პირველი ამერიკული "ჰაიმარსი" პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში საჰაერო ბაზაზეა განთავსებული, ადგილზე იმყოფებოდა პოლონეთის თავდაცვის მინისტრი.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ვიცით, რომ არტილერიას აქვს მთავარი როლი ომში, რუსეთის მოგერიების კუთხით,“- თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.

2019 წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით პოლონეთს "ჰაიმარსების" შესაძენად 414 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გამოყოფილი. კონტრაქტის საფუძველზე ქვეყანა ამერიკისგან 18 "ჰაიმარსს" და საჭირო ამუნიციას მიიღებს.

ვარშავაში ამბობენ, რომ "ჰაიმარსები" პოლონეთის ჩრდილო აღმოსავლეთით განთავსდება და ის პირველი საარტილერიო ბრიგადის შემადგენლობაში იქნება.

„ამოცანაა აგრესორის შეკავება და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერება აღმოსავლეთ ფლანგზე,“- ამბობს ის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG