ამერიკის სახელმწიფო მდივანი რომის პაპს შეხვდა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში იმყოფება. ენტონი ბლინკენი უკვე შეხვდა პაპ პრანცისკეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები კლიმატური ცვლილებები, ადამიანის უფლებები და ტრეფიკინგის საკითხი იყო.

ეს ერთგვარ მოსამზადებელ შეხვედრად შეიძლება ჩაითვალოს, ოქტომბერში რომის პაპი ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება, რომელიც კათოლიკე ქრისტიანია. შეხვედრის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ენტონი ბლინკენმა ოფიციალური ვიზიტის დროს არაერთი შეხვედრა გამართა და პაპის რეზიდენცია დაათვალიერა.

ასევე ნახეთ: ამერიკა და გერმანია ჰოლოკოსტის უარყოფის დაძლევას ერთად შეეცდებიან

მანამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანი იტალიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე სვადასხვა აქტუალური საკითხები იყო განხილული, მსჯელობა შედგა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გამყარებასა და განვითარებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რაზეც ირალიისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს საკითხი იყო. ასევე იმსჯელეს ერაყსა და სირიაში არსებული ვითარების შესახებაც.

იტალიაში ჩასვლამდე ენტონი ბლინკენი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. ევროპული ტურნე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გერმანიიდან 21 ივნისს დაიწყო.