ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ხუთშაბათს 12-სართულიანი შენობის ერთი მხარე ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველები ყვებიან, რომ ხუთშაბათს ჯერ შენობის შუა ნაწილი ჩავარდა და შემდეგ ცალი მხარე ჩამოიქცა, რომელიც ოკეანის მხარესაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა სახლის ქვეშ ორმო გაჩნდა.
ჯერჯერობით ცნობილია, რომ ნანგრევებში 4 ადამიანი დაღუპა, მაგრამ 159-ს ისევ ეძებენ. საუბარია 130 ბინის მცხოვრებლებზე. განცხადება რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მაიამი-დეიდის მერმა დანიელა ლევინ კავამ გააკეთა.
მაშველები მუშაობას ამ წუთებშიც აგრძელებენ, მათ 10 მეტრიანი რკინა-ბეტონის ნანგრევებიდან ათეულობით ადამიანი იხსნეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, სამაშველო სამსახურში საგანგებო ვითარებათა მართვის ფედერალური სააგენტოც ჩაერთვება.
ფოტოები ინციდენტის ადგილიდან:
Facebook Forum