ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრიგალი "სალი" ნაპირზე გადავიდა, ალაბამაში 90 სმ. ნალექს ელიან


"სალი" - ქარიშხალი, რომელიც დღეს ალაბამის შტატის ნაპირებზე გადავიდა, მეორე კატეგორიისაა, თუმცა სინოპტიკოსების განცხადებით, ის სხვა გრიგალებივით მალე არ გაივლის და დიდ წვიმებს მოიტანს. შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ალაბამაში 90 სანტიმეტრამდე ნალექია მოსალოდნელი.

ალაბამის და მეზობელი ფლორიდის შტატებში ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ "კატასტროფული და სიცოცხლისთვის საშიში" წყალდიდობებისთვის უნდა მოემზადონ. ამ დროისთვის ქარის სიჩქარე საათში 165 კილომეტრს აღწევს.

გრიგალმა ორივე შტატში უკვე გამოიწვია ელექტროენერგიის მასობრივი შეფერხებები. ნახევარ მილიონამდე სახლს და ბიზნესს, როგორც ალაბამაში, ისე ფლორიდაში, დღეს დენი არ მიეწოდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG