ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში უკრაინელ ჰაკერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინელ ჰაკერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უწყების ინფორმაციით, ანდრიი კოლპაკოვი გახმაურებულ კიბერდანაშაულში მონაწილეობდა. ჰაჯერთა ჯგუფმა, მილიონობით საკრედიტო და სადებიტო ბარათის მონაცემები მოიპარა.

დანაშაულის აღიარების შემდეგ, 33 წლის უკრაინელ ჰაკერს ასევე ზარალის ანაზღაურების მიზნით, $2.5 მილიონის გადახდა დაეკისრა.

დაკავებულის ადვოკატი, ვადიმ გლოზმანი ამბობს, რომ მსჯავრდებული განაჩენით იმედგაცრუებულია, თუმცა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, კოლპაკოვი სასჯელის დანარჩენი დროის ამოწურვის შემდეგ, უკრაინაში დაბრუნებას გეგმავდა. 2018 წელს, ჰაკერი ესპანეთში დააკავეს და სამი წელი ციხეში უკვე გაადატარა.

კოლპაკოვის დაჯგუფება, რომელსაც „FIN7”-ს უწოდებენ, 70 ადამიანისგან იყო დაკომპლექტებული. ამის შესახებ ბრალდების მხარე აცხადებს. დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარად, დაჯგუფებამ კიბერუსაფრთხოების კომპანია „comby security” შექმნა.

პროკურორების განცხადებით, კოლპაკოვი ამ დანაშაულებრივ ჯგუფთან, მინიმუმ 2016 წლის აპრილიდან დაკავებამდე, 2018 წლამდე თანამშრომლობდა. 2018 წლის ივნისში ის საშუალო დონის მენეჯერი გახდა, რომელიც ჰაკერების მცირე გუნდს ხელმძღვანელობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG