ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროპულ ტურნეს განაგრძობს. გერმანიიდან ენტონი ბლინკენი საფრანგეთში ჩავიდა. დღეს ბლინკენი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, შეხვდება. შეხვედრის მიზანი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებააა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამერიკის შერთებული შტატების მიზანია უძველეს მოკავშირეებთან უერთიერთობები გააღრმავოს.

„ენტონი ბლინკენი შეხვედრებზე ხაზს უსვამს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის შენარჩუნების და გაღრმავების მნიშვნელობას, ერთობლივი რეაგირების მნიშვნელობას კლიმატური ცვლილებებისა და მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევების წინაშე,“- ამბობს ნედ პრაისი.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განმარტავენ, რომ საფრანგეთი ამერიკის მნიშვნელოვანი მოკავშირეა ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლაში. ასევე ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების წინაშე.

„ქვეყნები თანხმდებიან, რომ საჭიროა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს მისი აგრესიული ქმედებებისთვის, მათ შორის უკრაინაში,“- ამბობენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

საფრანგეთში ჩასვლამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანი 3 დღის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ენტონი ბლიკენი გერმანელ კოლეგას შეხვდა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ლიბიაში არსებულ ვითარებას ეძღვნებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG