ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის არჩეული პრეზიდენტი: ბირთვული პროგრამა არ განიხილება


ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ის მოლაპარაკებებს არ გამართავს თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვის თაობაზე.

რაისი ასევე აცხადებს, რომ ის არ შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რადგან მისი თქმით, ამერიკა ცდილობს კვლავ შეუერთდეს 2015 წლის საერთაშორისო პაქტს, რომლის მიზანია ირანის შეკავება, ბირთვული იარაღის შექმნის მიმართულებით.

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა უარყო რაიმე სახის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ბაიდენი-რაისის შეხვედრა არ გაიმართება.

„ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, ან ლიდერების დონეზე შეხვედრის რაიმე სახის გეგმა. ამიტომ გაუგებარია, რა შეიცვალა ამ მიმართულებით“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ.

ფსაკის თქმით, ჯო ბაიდენის მოსაზრებია იგივე რჩება - ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი არის ირანის მთავარი მმართველი და სწორედ ის მიიღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბირთვული პაქტის გადახედვისა და გაგრძელების შესახებ.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა საკუთარ თავს „ადამიანის უფლებებსი დამცველი“ უწოდა. რაისმა ეს მაშინ განაცხადა, როხცა 1988 წელს, 5 000 ადამიანის მასობრივი სიკვდილით დასჯის საქმეში მონაწილეობის შესახებ ჰკითხეს.

მის წინააღმდეგ, სამი ათეული წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამო, აშშ-ის სანქციები კვლავ ძალაშია. მიუხედავად იმისა, რომ ის აპირებს, ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაახლოებით 6 კვირაში შეუდგეს.

60 წლის ებრაჰიმ რაისს, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მხარდაჭერა აქვს. არჩევნებში, კანდიდატთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, საკუთარი კანდიდატურა რაისის სარაგებლოდ მოხსნა. ამასთან, უზენაესი ლიდერისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურებს, არჩევნებამდე დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ტრადიციულად კანდიდატებს, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ირანი უზენაესი ლიდერი, აიათოლა არჩევს.

„წარსულში, ადამიანის უფლებების დარღვევებში რაისის მონაწილეობა, მას დასავლეთისთვის პრობლემატურ პრეზიდენტად აქცევს“ - ამბობს ბენამ ბენ ტალებუ, ვაშინგტონში ბაზირებული „დემოკრატიების დაცვის ფონდის“ ანალიტიკოსი.

„ის განსაკუთრებით ცნობილია საკუთარი ამაზრზენი საქმიანობით, რასაც 1980-იან წლებში ირანში „სიკვდილის კომისიას“ ეძახდა. „სიკვდილის კომისიამ“ აიათოლა ხომეინისგან მიღებული ბრძანებით, 5 000-ზე მეტი პოლიტპატიმარი მოკლა“ - აცხადებს ტალებუ.

XS
SM
MD
LG