ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შესამცირებლად მოქმედებას იწყებს


პრეზიდენტი ბაიდენი იარაღით ძალადობის შემცირების მიზნით, ახალი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. პრეზიდენტის გეგმა დღეს გახდება ცნობილი. ჯო ბაიდენმა, ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის პირობა დადო.

ახალი ზომები და კონკრეტული ქმედებები დაფუძნებული იქნება პრეზიდენტის მიერ, აპრილში ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებებზე. მაშინ, პრეზიდენტმა ბაიდენმა იუსტიციის დეპარტამენტს სთხოვა, ემოქმედა თვითნაკეთი იარაღების, ე.წ. „მოჩვენება იარაღებზე“ - ამის შესახებ ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელები აცხადებენ.

თეთრი სახლის აცხადებს, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის დიდ ქალაქებში მკვლელობების რაოდენობა 30%-ით გაიზრადა, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმები კი 8%-ით.

აღმასრულებელი ბრძანებები პრეზიდენტს საშუალებას აძლევს კონგრესის დალოდების გარეშე იმოქმედოს. აქ დემოკრატები მცირე უმრავლესoბით არიან წარმოდგენილი, რესპუბლიკელები კი ზოგადად ეწინააღმდეგებიან ცეცხლსასროლ იარაღზე ახალი შეზღუდვების დაწესებას. ცეცხლასროლი იარაღის ფლობის უფლება, აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორებითაა დაცული და ამერიკულ პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად რჩება.

დღესვე პრეზიდენტი ბაიდენი უსაფრთხოების საკითხების განსახილველად შტატების ლიდერებს შეხვდება. ის მოსაზრებებს მოისმენს ქალაქების მერებისგან, პოლიციის უფროსებისგან და სხვა ექსპერტებისგან.

იარაღის კონტროლის მომხრეები, თეთრი სახლისგან საბრძოლო იარაღთან დაკავშირებით სწრაფ მოქმედებას ითხოვენ. წინასაარჩევნო პერიოდში, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ იარაღით ძალადობის შესამცირებლად, პრეზიდენტობის პირველივე დღიდან იმოქმედებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG