ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გერმანიაში 


ამერიკის სახელმწიფო მდივანი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ენტონი ბლინკენი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ლიბიაში არსებულ ვითარებას შეეხება. კერძოდ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასა და სტაბილურობის მხარდაჭერას.

ლიბიის საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ნორლანდი ამბობს, რომ მოლაპარაკებებმა ხელი უნდა შეუწყოს იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ლიბიაში დაეხმარება არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებას. ნორლანდის თქმით საჭიროა დეკემბრის არჩევნებისთვის შეიქმნას სწორი სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩო.

ლიბიაში პოლიტიკური არასტაბილურობა და სამოქალაქო ომი უკვე წლებია გრძელდება, მას შემდეგ რაც 2011 წელს დიქტატორი მუამარ კადაფი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა, ჩამოაგდეს.

დასავლეთი ახლა ლიბიის სტაბილიზაციაზე მუშაობს. ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე დასავლეთის მისია რამდენჯერმე გახანგრძლივდა. სამოქალაქო დაპირისპირების პარალელურად ქვეყანა ტერორისტების სამიზნეა.

ლიბიის საკითხის პარალელურად ენტონი ბლინკენი გერმანიაში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ჰოლოკოსტია. ამ საკითხზე მსჯელობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზეც იქნება. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„იმის გამო, რომ ჰოლოკოსტზე ცოდნა იკლებს, ბოროტი განზრახვის ადამიანები, ორგანიზაციები, და მთავრობები ცდილობენ ჰოლოკოსტის უარყოფასა და მისი შინაარსის დამახინჯებას,“- ამბობს ჰოლოკოსტის საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი, ჩერი დანიელსი.

ენტონი ბლინკენი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG