პროდემოკრატიული ჰონგ-კონგური გაზეთი "ეფლ დეილი" (Apple Daily) 26 ივნისს გამოცემას შეწყვეტს, თუ პარასკევს დანიშნულ შეხვედრაზე, საბჭო გადაწყვეტს, რომ გამოცემას ოპერირება აღარ შეუძლია. ამის შესახებ ინფრომაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, გასულ კვირას პოლიციამ გაზეთის ოფისიში რეიდი მოაწყო. „უცხო ქვეყანასთან საიდუმლო, არალეგალური ურთიერთობის" ბრალდებით, სამართალდამცველებმა გამოცემის ხელმზღვანელი პირები დააკავეს. ამასთან, გაყინულია გამოცემასთან დაკავშირებული სამი კომპანიის საქმიანობა.
„პარასკევს, საბჭო გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა კომპანია ოპერირებას. თუ საბჭო მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს, ონლაინ ფუნქციონირება შეწყდება 23:59 საათზე, ბეჭდური 26 ივნისის ნომრის გამოცემის შემდეგ“ - წერია როიტერის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, რომელიც კომპანიის თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი და ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.
სამართალდამცავები აცხადებენ, რომ Apple Daily-ს ათობით სტატია არღვევს ეროვნული უშიშროების შესახებ კანონს.
პოპულარული ტაბლოიდი 26 წლის წინ დაფუძნდა. გამოცემა აერთიანებს პროდემოკრატიულ დისკურსს, ცნობილი ადამიანების ყვითელ ამბებთან და ასევე იძიებს ხელისუფლების საქმიანობას.
Facebook Forum