ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯუნთინსი" - ახალი ფედერალური დღესასწაული


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს კანონს, რომელიც ახალ ფედერალურ დღესასწაულს, “ჯუნთინსს" დააწესებს. ის შეერთებულ შტატებში მონობის დასრულებას მიეძღვნება და ყოველწლიურად, 19 ივნისს აღინიშნება.

აშშ-ის სენატმა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი. წარმომადგენელთა პალატაში კი მას 415 მომხრე და 14 წინააღმდეგი ჰყავდა.

“ჯუნთინსი" ყოველ წელს, 19 ივნისს აღინიშნება. 1865 წლის 19 ივნისს, უნიონისტმა ჯარისკაცებმა ტეხასის შტატის ქალაქ გალვესტონში დამონებულ შავკანიანებს შეატყობინეს, რომ ისინი თავისუფალნი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ აბრაჰამ ლინკოლნს მონათა გათავისუფლების შესახებ პროკლამაცია ორწლინახევრით ადრე უკვე გამოცემული ჰქონდა.

აშშ-ის ბევრი შტატი “ჯუნთინსს" აქამდეც აღნიშნავდა. ამიერიდან დღესასწაულს ფედერალური მნიშვნელობა მიენიჭება.

ამერიკელებს კიდევ ათი ფედერალური დღესასწაული აქვთ. "ჯუნთინსამდე" უკანასკნელი ფედერალური დღესასწაული, მარტინ ლუთერ კინგის დღე, პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციამ 1983 წელს შემოიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG