კიევის მტკიცებით, რუსეთს კვლავ უკანდახევა უწევს

უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, რუსეთმა მდინარე დნიპროს სამხრეთ სანაპიროდან, ჯარის ნაწილი გაიყვანა. ეს პირველი ცნობაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხერსონი დატოვა და პოზიციები მდინარის სამხრეთ სანაპიროზე გაიმყარა.

ინფორმაცია, რომელსაც კიევი ავრცელებს, არ მოიცავს კონკრეტულ დეტალებს. არ არის დაკონკრეტებული რა რაოდენობის სამხედროებზეა საუბარი, რომლებმაც უკან დაიხიეს. ასევე უცნობია შეძლეს თუ არა უკრაინელმა სამხედროებმა მდინარის გადაკვეთა. ამ დრომდე, უკრაინელები რუსულ პოზიციებზე იერიშებს მდინარის მეორე სანაპიროდან ახორციელებდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ზამთარი ფრონტის ხაზზე - რა გეგმა აქვს უკრაინას

აღსანიშნავია, რომ მდინარე დნიპროს ამ მონაკვეთში არსებული ხიდი დაზიანებულია, ის როგორც უკრაინულმა ჯარმა ასევე, რუსეთის არმიამ დააზიანა, რათა მისი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შეუძლებელი ყოფილიყო.

პარალელურად, უკრაინის ცნობით, რუსეთი აძლიერებს საჰაერო იერიშებს, რათა დაასუსტოს უკრაინის არმიის კონტრშეტევა და ხელი შეუშალოს მათ წინსვლაში.

ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა მორიგ ჯერზე დაბომბა ხერსონში ის ინფრასტრუქტურა, საიდანაც ქალაქისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ხდება. ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება სულ რამდენიმე კვირის წინ, უკრაინელთა დიდი ძალისხმევის შემდეგ აღდგა.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინელი სნაიპერის ერთი დღე

მოსკოვი ფრონტის ხაზიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას აგრძელებს, საუბარია იმ ქალაქებზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს. რუსეთმა გაიყვანა მის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ნოვა ხარკოვში დანიშნული ადმინისტრაციაც.

„რუსი ჯარისკაცებისა და სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობის შემცირება შეინიშნება ოლეშკის დასახლებაში,“- ამბობენ უკრაინელი სამხედროები, რომელიც ფრონტის ხაზზე იმყოფებიან.