ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება


11-13 დეკემბერს მოსკოვში ფართომასშტაბიანი ღონისძიება, ქართული კულტურის დღეები იგეგმება. ღონსძიების ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, " ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა."

მათ ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები.

ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერტით, სახელწოდებით - "ჩვენ ერთად", რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზ "კოსმოსში" გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.

კონცერტში მონაწილეთა სიას, ქართული დიასპორის ორგანიზაცია, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს და წერს, რომ პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალები, 1 დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის პრეზიდენტი 1982 წელს, ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა. დავით ცეცხლაძემ და მისმა ორგანიზაციამ 2021 წლის 25 თებერვალს, პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თხოვნით მიმართეს.

XS
SM
MD
LG