ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი უკრაინის დახმარების შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, კანონმდებლები შეძლებენ მთავრობის დაფინანსებაზე ერთად იმუშაონ. ბაიდენი იმედოვნებს, რომ დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები, ასევე უკრაინის დაფინანსების გაზრდისა და სარკინიგზო გაფიცვის თავიდან აცილების საკითხებზეც შეძლებენ შეთანხმებას.

ეს განცხადებები პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს, კონგრესის წარმომადგენლების თეთრ სახლში სტუმრობის გააკეთა.

პრეზიდენტი ბაიდენი ცდილობს, რომ 3 იანვრამდე რაც შეიძლება მეტი საკანომდებლო ცვლილების მიღება შეძლოს, ვინაიდან ყველა საპრეზიდენტო გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. კონგრესის ორივე პალატაში კი ხმათა უმრავლესობაზე კონტროლს დემოკრატები 3 იანვრიდან ვეღარ შეძლებენ. შუალედური არჩევნების შემდეგ, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ძალთა ბალანსი შეიცვალა და სურვილის შემთხვევაში, რესპუბლიკელები შეძლებენ, რომ დემოკრატი პრეზიდენტის გადაწყვეტილებები დაბლოკონ.

იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები და რესპუბლიკელები მთავრობის დაფინანსებაზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ე.წ "შათდაუნი"- "მთავრობის დახურვა" გამოცხადდება და სამთავრობო უწყებები დაიხურება ან მათი ფუნქციონირება შეზღუდვებით გაგრძელდება მანამ, სანამ კანონმდებლები შეთანხმებას არ მიღწევენ. პრეზიდენტი ბაიდენი სწორედ ამის თავიდან აცილებას ცდილობს. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთავრობა შეძლებს ახალი წლიდან ბიუჯეტში მეტი თანხა გამოიყოს კოვიდ-19-ის მართვისთვის და ასევე დამატებით გასცეს დახმარება უკრაინისთვის.

მიმდინარე ფისკალური წლისთვის დაფინანსების კანონი რამდენიმე თვის წინ უნდა მიღებულიყო.

”ჩვენ ვაპირებთ ერთად ვიმუშაოთ, ვიმედოვნებ, რომ დავაფინანსებთ მთავრობას”, - თქვა ბაიდენმა კანონმდებლებთან შეხვედრის დროს და ხაზი გაუსვა უკრაინისა და ასევე პანდემიის მართვისთვის საჭირო დაფინანსების მნიშვნელობას.

XS
SM
MD
LG