ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ დადიანების სასახლისთვის $300 000 გამოყო


დადიანების სასახლე
დადიანების სასახლე

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ დადიანების სასახლის რეაბილიტაციისთვის $300 000 ამერიკული დოლარი გამოყო. თანხის დიდი ნაწილი დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას მოხმარდება.

"დადიანების სასახლის აღდგენა იწყება! სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას", - წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩის და საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდება. ბოლო 21 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საელჩომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, 2 000 000 დოლარის ღირებულების 21 პროექტი განახორციელა.

მათ შორის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის 2020 წელს გამოყოფილი 500 000 ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტი. დაფინანსებული პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის მრავალ მიმართულებას მოიცავს. ვრცლად პროექტების ჩამონათვალი და საქართველოში ამერიკის ელჩის კომენტარი იხილეთ აქ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG