ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ საქართველო ავტორიტარული მიმართულებით მიდის და ეს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას საფრთხეს უქმნის. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, ფართო კონსესუსი არსებობს.