უკრაინელმა სამართლდამცავებმა, პრორუსი პოლიტიკოსის და ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის ვილაში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ძვირადღირებული ნივთები ამოიღეს.
როგორც ოფიციალური პირები განმარტავენ, მედვედჩუკის სახლიდან ნივთების ამოღება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა, რომელიც ოლიგარქის ცოლის ოქსანა მარჩენკოს წინააღმდეგ მიმდინარეობს.
უკრაინის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნატალია კალინოვსკას თქმით, ქონება აუქციონზე გაიყიდება და მოგება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება.
Your browser doesn’t support HTML5
„18 აპრილს მთავარი საგამომძიებლო დეპარტამენტის გამომძიებლებმა და ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია კიევსა და კიევის რეგიონებში. პოლიციამ ამოიღო 100-მდე ნახატი, ანტიკვარიატი, 20 შვეიცარული საათი, ოქროსა და ვერცხლის მონეტები, ოქროს ფიგურები და სხვა ძვირადღირებული ნივთები. ამჟამად ქონების ღირებულების დადგენა ხდება,“- აბობს ნატალია კალინოვსკა.
ამოღებული ნივთების ჩამონათვალი:
- 100-მდე ძირადღირებული ნახატები, მათ შორის ვინსენტ ვან გოგის
- შვეიცარული საათები
- ბეწვის ქურთუკები და ქუდები
- ოქროსა და ვერცხლის მონეტები
- ანტიკვარიატი და სხვა ძვირფასი ნივთები
Your browser doesn’t support HTML5
მარჩენკომ მას შემდეგ რაც მისი ქმარი მედვედჩუკი დააკავეს პრესკონფერენცია მოსკოვში გამართა და უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დაეკავებინათ მისი მეუღლე დაგმო.
67 წლის მედვედჩუკი, უკრაინაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა მან მას შემდეგ რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ინტერვენცია განაახლა მიმალვა მოახერხა. გაქცეული ოლიგარქი გასულ სამშაბათს სპეცოპერაციის დროს დააკავეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის მედვედჩუკი რუსეთს გადასცეს, თუ სანაცვლოდ უკრაინა რუსეთის ტყვეობაში მყოფ სამხედროებს დაიბრუნებს.
მედვედჩუკს მინიმუმ 15 წლით, მაქსიმუმ კი უვადო პატიმრობა ემუქრება. ის სახელმწიფო ღალატში და ტერორიზმის ხელშეწყობაშია ბრალდებული.