რუსულმა ძალებმა ზმეინის კუნძული დატოვა

რუსულმა ძალებმა, უკრაინის კუნძული ზმეინი დატოვა. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ მისმა ძალებმა კუნძული „კეთილი ნების“ ნიშნად დატოვა. უწყების განმარტებით, ამ ჟესტით მათ აჩვენეს, რომ მოსკოვი არ აფერხებს ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისთვის გაეროს ძალისხმევას, რომელის მიზანი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანაა.

კიევი აცხადებს, რომ რუსული ძალები კუნძულიდან, ღამით განხორციელებულმა მასობრივმა საარტილერიო თავდასხმამ განდევნა.

“კუნძულ ზმეინიზე რუსული ჯარები აღარ არის. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა დიდი სამუშაო გასწიეს“ - წერს „ტვიტერზე“ ანდრიი იარმაკი.

ასევე ნახეთ: ამერიკა ევროპაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს

უკრაინის სამხრეთის სარდლობამ, „ფეისბუქზე გაავრცელა ფოტო, რომელზეც კუნძულის ზედხედია ნაჩვენები და შავი კვამლის რამდენიმე სვეტი ჩანს. ფოტოს აღწერაში ნათქვამია, რომ კვამლი რაკეტებისა და არტილერიის თავდასხმის შედეგია.

„მტერმა გარნიზონის ნაშთების ევაკუაცია, ორი ჩქაროსნული ნავით სასწრაფოდ განახორციელა და სავარაუდოდ დატოვა კუნძული. ახლა ზმეინის კუნძული ხანძარმა შთანთქა და აფეთქებები ისმის“ - ნათქვამია სარდლობის პოსტში.

კუნძული აკონტროლებს უკრაინის მთავარ შავი ზღვის პორტამდე, ოდესამდე მიმავალ საზღვაო ხაზებს, საიდანაც მარცვლეული იმპორტი რუსული ბლოკადის გამო ვეღარ ხორციელდება. უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, რუსულმა ბლოკადამ კი გლობალური დეფიციტი, ფასების ზრდა და შიმშილის რისკი შემქნა.

რუსეთმა ზმეინის კუნძული უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეს დაიკავა.

ასევე ნახეთ: ნატომ რუსეთი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ“ საფრთხედ გამოაცხადა

გასულ თვეში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ რუსეთი შეძლებდა გაეძლიერებინა თავისი კონტროლი ზმეინის კუნძულზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო თავდაცვის საკრუიზო რაკეტებით, მას ჩრდილო-დასავლეთ შავ ზღვაზე დომინირება შეეძლო.