ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა


„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა,“_ ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა ჯარმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, იმ დროს როცა იქ ათასობით ადამიანი იმყოფებოდა.

„რომელი თქვენგანი ფიქრობს რომ ეს ტერორიზმი არ არის? “ - ამბობს ის და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ეს ქმედებები შესაბამისად იქნება შეფასებული, აღწერილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ და „ტერორისტად ქცეული სახელმწიფო“ ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხს აგებს.

პრეზიდენტი ზელენსკი მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გაგზავნოს საკუთარი მისიების წარმომადგენლები კრემენჩუკში და დეტალურად მოხდეს მომხდარის შესწავლა და გამოძიება.

გაეროში ზელენსკის გამოსვლა რუსეთის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს, მათი თქმით სხდომის დღის წესრიგი ბოლო წუთებში შეიცვალა რაც, მათი შეფასებით სწორი არ არის. რუსეთის წარმომადგენლობამ გაეროში, ზელენსკის ბრალდებები უარყო.

„რეალურად სავაჭრო ცენტრზე დარტყმა არ მომხდარა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს ზუსტი იარაღი კრემენჩუკის საგზაო ქარხნის მიდამოზე თავდასხმისთვის, რათა გაენადგურებინათ დასავლური იარაღი და საბრძოლო მასალა,“- თქვა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ.

იმავე დღეს რუსეთმა კრემენჩუკთან ერთად დაბომბა ქალაქი მიკოლაევი და ხარკივი, სადაც რუსულ ბომბებს ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 6 წლის გოგონასი. დიდია დაშავებულთა რაოდენობაც. მძიმე დაზიანებები მიიღო 3 თვის ბავშვმაც, რომელიც კომაში იმყოფება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG