რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ შორის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონისა და შენობის, სადაც ნატო სამიტი იმართება. მოსკოვი აცხადებს, რომ დასავლური სატელიტური ოპერატორები მათ მტერზე, უკრაინაზე მუშაობს.
„კერძო და სახელმწიფო ორბიტალური დაჯგუფებების მთელი კონგლომერატი ახლა ექსკლუზიურად ჩვენი მტრისთვის მუშაობს“ - აცხადებს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას, „როსკომოსის“ ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინი.
ამერიკულმა სატელიტურმა კომანიამ „Maxar”, რომლის მომხმარებელთა შორის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტიცაა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რამდენჯერმე გამოაქვეყნა სატელიტიური ფოტოები, რომელიც უკრაინაში და მის საზღვრებთან არსებულ ვითარებას ასახავდა.
გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოებში იყო სურათები, რომლებიც უკრაინის საზღვებთან რუსული შეიარაღებული ძალების მობილიზებას ასახავდე ჯერ კიდევ მაშინ, როცა კრემლი მტკიცედ უარყოფდა უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრისა და მის წინააღმდეგ ომის წამოწყების გეგმებს.
„დღე მადრიდში ნატოს სამიტი იხსნება, სადაც ალიანსის წევრები რუსეთს მტრად გამოაცხადებენ. „როსკოსმოსი“ ავრცელებს შენობის კოორდინატებს, სადაც სამიტი იმართება - „გადაწყვეტილებების ცენტრის“, რომელიც მხარს უჭერს უკრაინელ ნაციონალისტებს“ - წერს „ტელეგრამის“ ოფიციალურ გვერდზე როგოზინი.
„როსკოსმოსის“ მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები, პენტაგონისა და ნატოს სამიტის ადგილსამხოყფელთან ერთად, მოიცავს თეთრი სახლისლის, ბრიტანული სამთავრობო შენობების, გერმანიის მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტის, ბრიუსელში ნატოს სათაო ოფისის და საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციის, ასევე სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატებს.