ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის წინააღმდეგობა გადალახულია, ფინეთსა და შვედეთს ნატოში მადრიდის სამიტზე მიიწვევენ 


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანკარა მხარს დაუჭერს ნატოს გაფართოებას და მადრიდის სამიტზე, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიწვევას. ანკარას წინააღმდეგობის გადალახვა, ორ ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებას გზას უხსნის.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მადრიდში თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის პირველ პირებს შორის შეხვედრა შედგა. მხარეებმა მემარუნდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც თურქეთის მოთხოვნებს ითვალისწინებს და რომელშიც ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა, ითანამშრომლებს ანკარასთან ტერორიზმის და სხვა საკითხების კუთხით.

მემორანდუმის მიხედვით, ფინეთი და შვედეთი არ დაუჭერენ მხარს ქურთულ ძალებს, მათ შორის არც სირიაში, და არცერთ ძალას, რომელსაც თურქეთი მიიჩნევს ემიგრაციაში მყოფ რელიგიურ ლიდერ ფეტულა გულენთან დაკავშირებულად. ანკარა გულენს 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დებს ბრალს. ორი ქვეყანა მემორანდუმით, ასევე ადასტურებს, რომ ცნობს "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ტერიტორისტულ ორგანიზაციად.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროპული კანონმდებლობის დაცვით, შეისწავლიან თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული პირების თურქეთში ექსტრადიციის საკითხს. ასევე, შვედეთი და ფინეთი აღკვეთავენ მედიის მეშვეობით თურქეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევებს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ასევე ადასტურებენ, რომ "მათ შორის იარაღის ემბარგოს ადგილი არ აქვს".

თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, შვედეთისა და ფინეთის თავდაცვით ალიანსში გაწევრიანებას ბლოკავდა და მათ ქურთული ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებდა, რომლებსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს. ანკარა ასევე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ იარაღზე ემბარგო იყო დაწესებული.

რაზე შეთანხმდნენ თურქეთი, შვედეთი და ფინეთი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:04 0:00

ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმაც.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთსა და შვედეთს ნატოში გაწევრიანებისკენ,“- თქვა იენს სტოლტენბერგმა, მადრიდში ნატოს სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

თურქეთის პოზიცია მნიშვნელოვანია, რადგან ნატოს წესდების თანახმად ალიანსში ქვეყანა მხოლოდ მაშინ წევრიანდება, თუ ყველა წევრი თანხმდება გაფართოებაზე.

მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ თქვეს, რომ თურქთთან მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი იყო.

რას ნიშნავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:56 0:00

შვედეთმა და ფინეთმა გასულ თვეს განაცხადეს, რომ ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ და ნატოში გაწევრიანება სურთ. სტოკჰოლმი და ჰელსინკი ალიანსში წევრობისთვის მზად არიან. ორივე ქვეყანაში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

მასალა ეყრდნობა ახალი ამბების სააგენტო "როიტერის" ცნობებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG