ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ოკუპირებულ ხერსონში რეფერენდუმის გამართვას გეგმავს


ხერსონის მკვიდრები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ, 2022 წლის აპრილი.
ხერსონის მკვიდრები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ, 2022 წლის აპრილი.

მოსკოვის მიერ დაყენებული სამხედრო ადმინისტრაცია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ ხერსონს მართავს, აცხადებს, რომ ქალაქში ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება. რეფერენდუმის საკითხი, ხერსონის რუსეთთან შეერთებაა.

„დიახ, ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისთვის და ჩვენ მას ჩავატარებთ“ - აცხადებს „ტელეგრამის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ სტრემუსოვი.

სტრემუსოვის თქმით, ხერსონი რუსეთის „სრულფასოვანი წევრი“ უნდა გახდეს.

რუსეთის მიერ, ოკუპირებული ქალაქის მმართველად დანიშნულმა ადმინისტრაციამ, მანამდე განაცხადა, რომ მათმა უსაფრთხოების ძალებმა, ხერსოპნის მერი დააკავეს. საოკუპაციო ძალებმა იჰორ კოლიჰაევი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან მოსკოვის ბრძანებების შესრულებაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ის გააიტაცეს.

შავი ზღვის მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი, მარტის დასაწყისიდან, სრულად რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. რუსეთმა ხერსონის ოკუპაცია, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რამდენიმე დღეში განახორციელა.

XS
SM
MD
LG