ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას ევროპაში


ესპანეთში, მადრიდში, ნატოს სამიტი გრძელდება. ალიანსის მთავარი განსახილველი მთავარი საკითხი, უკრაინის მხარდაჭერა და ალიანსის მიმდინარე და მომავალ გამოწვევებია.

მოსალოდნელია, რომ ლიდერები შეთანხმდებიან უკრაინის მხარდაჭერის გაზრდაზე. სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოდის.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „დაარღვია მშვიდობა ევროპაში და თავს დაესხა წესებზე დაფუძნებული წესრიგის პრინციპებს“, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები „აჩვენებენ, რომ ნატო ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეკრება იქნება "ისტორიული და გარდამტეხი სამიტი ალიანსისთვის" და დასძინა, რომ ეს ხდება "უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვუმკლავდებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ".

რუსეთის ომი უკრაინაში ასევე ახდენს გავლენას ნატოს გრძელვადიან გეგმებზე. ალიანსი ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობს, მისივე თქმით, "შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს" პირობებში. სტრატეგია ასევე შეეხება სხვა გამოწვევებს, მათ შორის ჩინეთსაც.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ნატო აძლიერებს მზადყოფნას უპასუხოს გარე საფრთხეებს, მათ შორის ნატოს უშუალო მეთაურობით, ჯარების რაოდენობის გაზრდით და უფრო მძიმე შეიარაღების და ლოგისტიკური რესურსების წინა ხაზზე განლაგებით.

რას ნიშნავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:56 0:00

„დღეს ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენი ძალების განლაგებას ევროპაში, რათა უპასუხოს შეცვლილ უსაფრთხოების გარემოს და ასევე გააძლიეროს ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება“, - თქვა ბაიდენმა.

„ამ წლის დასაწყისში ჩვენ 20 000 დამატებითი ამერიკელი ჯარისკაცი გავგზავნეთ ევროპაში, რათა გაძლიერდეს ჩვენი ხაზი რუსეთის აგრესიული ნაბიჯის საპასუხოდ, რითაც ევროპაში ჩვენი ჯარის საერთო რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პოზიციონირების ცვლილებას, საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ მოკავშირეებთან კონსულტაციების საფუძველზე“, - თქვა პრეზიდენტმა.

ნატოს მადრიდის სამიტი
ნატოს მადრიდის სამიტი

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში მუდმივ სარდლობას განათავსებს, აშშ-ის მე-5 არმიის მონაწილეობით. ის გაგზავნის დამატებით საზღვაო გამანადგურებლებს ესპანეთში, 3000 ჯარისკაცისგან და 2000 სხვა პერსონალისგან შემდგარ როტაციულ ბრიგადას განალაგებს რუმინეთში და დამატებით გაგზავნის ორს F-35 მოიერიშე თვითმფრინავებს გაერთიანებულ სამეფოში.

მადრიდის სამიტზე, ნატო შვედეთს და ფინეთს ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვევს. აქვე სამიტი ასევე მოიცავს მოლაპარაკებებს ნატოს არაწევრ ქვეყნებთან პარტნიორობის გაძლიერების კუთხით. სამიტში მონაწილეობენ ავსტრალიის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ახალი ზელანდიის ლიდერები. სამიტში მონაწილეობას იღებს საქართველოც.

"პრეზიდენტმა პუტინმა ვერ შეძლო ნატოს კარის დაკეტვა", - თქვა სტოლტენბერგმა. "ის იღებს საპირისპიროს იმისა, რაც სურს. მას ნაკლები ნატო უნდა. პრეზიდენტი პუტინი კი უფრო მეტ ნატოს იღებს შვედეთისა და ფინეთის მიერ ჩვენს ალიანსში გაწევრიანებით."

განხილვის სხვა საკითხები ასევე მოიცავს ტერორიზმის საფრთხეებს, კიბერშეტევებს და კლიმატის ცვლილებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG