ახალი არჩევნები, ხელისუფლების გადაბარების მშვიდობიანი პროცესი, დიალოგი, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელსაც ბელარუსის მიმართ მომზადებული ახალი რეზოლუცია ითვალისწინებს. მიიღებს თუ არა ამერიკის საკანონმდებლო ორგანო საბოლოოდ კონგრესმენ ქრისტოფერ სმიტის მომზადებულ პაკეტს ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მანამდე კი "ამერიკის ხმამ" ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი სადაც ნიუ-ჯერსელი კონგრესმენი დეტალურად განიხილავს ბელარუსში არსებულ ვითარებას და რთული მდგომარეობიდან გამოსავლის გზებს.
სმიტი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება პროცესებზე და აღმოუჩინოს მხარდაჭერა "დიდებულ ბელარუს" ხალხს. წერილი რომელიც "ამერიკის ხმამ" მოიპოვა კონგრესმენმა სპიკერ ნენსი პელოსის მისწერა. სმიტი ფიქრობს, რომ რეზოლუცია რომელიც თავის მხრივ სანქციებსაც ითვალისწინებს დაუყონებლივ უნდა იყოს მიღებული და ხელმოწერილი პრეზიდენტის მხრიდან. ის ამის შესახებ წერილის დასაწყისში საუბრობს.
ასევე ნახეთ: "რუსული ოკუპაციის პირისპირ, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია" - პომპეო"ქალბატონო სპიკერო, მე მოვითხოვ რომ დაუყონებლივ მივიღოთ ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც მე შემოვიტანე და რომელიც ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. აუცილებელია ჩვენი რეაგირება იყოს მყისიერი,"- წერს კონგრესმენი სმიტი.
ამერიკელი კანონმდებელი წერილში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბელარუსში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების კუთხით ვითარება წლების განმავლობაში უარესდება. არჩევნების საკითხზე საუბრის დროს კი აღნიშნავს, რომ ბელარუსში 2004, 2006 და 2011 წლებშიც მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.
ასევე ნახეთ: ლუკაშენკოს რეჟიმის კრიზისი: რა იყო, რა არის და რა იქნება?"ბელარუსი არის არაეფექტური ეკონომიკის და ძლიერი ავტოკრატიის მქონე ქვეყანა. საზოგადოების აღშფოთება და დაუოკებელი სულისკვეთება დემოკრატიული პროცესებისადმი 2020 წლის 9 აგვისტოს გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია, სადაც შედეგები გაყალბდა და ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ეუთოს მოსკოვის ოფისმა 5 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა სადაც წერია, რომ აბსოლიტურად ყველა მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, რომ 9 აგვისტოს არჩევნების შედეგები გაყალბებულია, დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევები,"- წერს ამერიკელი კანონმდებელი.
ასევე ნახეთ: "საერთაშორისო ამინისტია" ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას აქვეყნებსაქვე კონგრესმენი სმიტი ამბობს, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციების დაწყებიდან 100 დღე გავიდა და პროცესი გრძელდება, თუმცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელთა ძალადობრივი ქმედებები იზრდება. ამის მტკიცებულებად სენატორს ბელარუსში კვირას 15 ნოემბერს განვითარებული პროცესები მოჰყავს მაგალითად, როცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები საპოლიციო ძალებმა უმოწყალოდ დაარბიეს და ათობით დემონსტრანტი დააკავეს. კონგრესმენი "ბი ბი სის" მომზადებულ მასალას იშველიებს და ციტატები გამოცემის მიერ მომზადებული სტატიიდან მოჰყავს.
"ოპოზიციის მომხრეები აქციებს განაგრძობენ. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები უკვე მეასე დღეა გრძელდება. შეიარაღებული პოლიცია ქალებს სასტიკად უსწორდება და აკავებს. პენსიონერების მარშის დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებს. მიუხედავად ძალადობისა, ბელარუსში დემონსტრაციები გრძელდება,"- წერს ამერიკელი კანონმდებელი "ბი ბი სის" მიერ მომზადებული მასალის მიხედვით.
ასევე ნახეთ: მინსკში პატივი მიაგეს 31 წლის გარდაცვლილ აქციის მონაწილესაქვე კონგრესმენი საუბრობს, გასულ კვირას ბელარუსში გარდაცვლილ 31 წლის აქციის მონაწილის რომან ბონდარენკოს შესახებაც და ამბობს, რომ ის პოლიციელთა სისასტიკეს ემსხვერპლა. ხოლო გარდაცვლილის საპატივცემულოდ გამართული მარში მინსკში პოლიციამ სასტიკად დაარბია.
"ისეთი გრძნობა იყო როგორიც ექნებოდათ მეორე მსოფლიო ომის დროს მაშინ, როცა ხალხი ცდილობდა ნაცისტებისგან ებრაელები დაემალათ,"- კონგრესმენმა თავის წერილში ეს ციტატაც "ბი ბი სის" მიერ მომზადებული მასალიდან მოიყვანა, რომელიც გამოცემას ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ უთხრა. 31 წლის ალესია კვირას აქციაზე იმყოფებოდა, რომელმაც სასტიკი დარბევის დაწყების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილი საკუთარ სახლში შეიფარა.
Your browser doesn’t support HTML5
სენატორი სწრაფ რეაგირებას ითხოვს და წერილში ამერიკის სახელმწიფო მდივნის 12 ნოემბრის განცხადება მოჰყავს. " ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას დაუყონებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ესკალაცია"
ამერიკელი კანონდმდებლის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უნდა დაწესდეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დამატებითი სანქციები ლუკაშენკოსადმი, მისი გარემოცვისთვის როგორც ბელარუსში, ასევე რუსეთში. აქვე კონგრესმენი სმიტი ოპოზიციის ლიდერის სვიატლანა ციხანუსკაიას ნაბიჯს იწონებს შეექმნა საკოორდინაციო საბჭო და მას "ჭკვიან" "პრინციპულ" და "მამაც" ადამიანად მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ ბელარუსში ოპოზიცია ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესესამერიკელი კანონმდებელი ამბობს, რომ წლების განმავლობაში დასავლეთის მხრიდან შეცდომები იყო ბელარუსის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, რათა არსებულ დარღვევებზე მყისიერი რეაგირება არ ხდებოდა და აქვე აღნიშნავს, რომ ეს "ამეჯერად აღარ უნდა განმეორდეს"
ბოლოს კონგრესმენი დეტალურად წერს, თუ რას ითვალისწინებს მის მიერ მომზადებული რეზოლუცია.
ასევე ნახეთ: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ბელარუსის ოფიციალურ პირებს სანქციებს უწესებსახალი საპრეზიდენტო არჩევნები; საკოორდინაციო საბჭოს ცნობა როგორც ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას დიალოგში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესში; ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება; რელიგიური თავისუფლება; ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა; მედიის, ინტერნეტის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და თავისუფლება.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის წარმომადგენელთა პალატა მომზადებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. კონგრესმენი სმიტი წლებია მუშაობს ბელარუსის საკითხებზე და მას არაერთი რეზოლუცია აქვს მომზადებული ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.
ასევე ნახეთ: მოსკოვის გათვლები ბელარუსშიᲠამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახადა, რომ ლიეტუვამ და პოლონეთმა განიხილეს სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებულ ლუკაშენკოს მომხრეებს ევროკავშირის მხრიდან შესაძლოა დაუწესდეთ.
Სანქციების გაფართოების მოთხოვნით, ევროპელ ლიდერებს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანუსკაიამ მიმართა. ის ფიქრობს, რომ ბელარუსში ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა უფრო გაიზარდა. Მეტიც ციხონუვსკაია ამბობს, რომ ლუკაშენკოს მხარდამჭერებისთვის მიზანმიმართული სანქციები ძალადობას უფრო შეამცირებს.