ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხალხის ულტიმატუმი ლუკაშენკოს: გადადექი 25 ოქტომბრამდე


ბელარუსში ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანუსკაია ქვეყნის მმართველს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმს უყენებს. ციხანუსკაიას განცხადებით, მას აქვს ვადა, რომ 25 ოქტომბრამდე გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული დონის გაფიცვები დაიწყება.

ამის შესახებ განცხადება, მან რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, თუმცა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განმარტა, რომ ეს არა მხოლოდ მისი პოზიცია, არამედ აქციების ორგანიზატორების და ოპოზიციური ჯგუფების შეჯერებული აზრია.

ციხანუსკაიას განცხადებით, ეს „ხალხის ულტიმატუმია“. გადაწვეტილება ოპოზიციურ და საპროტესტო ჯგუფებთან და მის გუნდთან საუბრის შედეგად იქნა მიღებული.

„ულტიმატუმი ხალხის მოთხოვნაა, მე უბრალოდ. ის გავასაჯაროვე“, - თქვა მან.

ციხანოუსკაიას, რომელიც არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე იყო, საკუთარი თავისა და შვილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის დატოვება მოუწია. ის ახლა ლიეტუვას აფარებს თავს. არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებას დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ.

ცისციხანუსკაია ქვეყანაში სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს.

„ხალხის ულტიმატუმი თქვენი შანსია დადგეთ ბელარუსების გვერდით. თქვენ თუ არ ეთანხმებით დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას, ნუ გააკეთებთ ამას. რეჟიმმა იცის, რომ კვდება და ცდილობს მის დასასრულის მონაწილე გაგხადოთ, თქვენი უნიფორმის ღირსების ტალახში გასვრით. არ დაუშვათ ეს“, - მიმართ ციხანუსკაიამ სამართალდამცავებს.

გასულ უქმეებზე, ათობით ათასი ბელარუსი კიდევ ერთხელ გავიდა ქუჩაში, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარისა, რომ ისინი ძალას გამოიყენებდნენ. საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს პენსიონერებმაც. დაახლოებით 3000 მათგან, ე.წ. „სიბრძნის მარშში" მიიღო მონაწილეობა და ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნას შეუერთდა.

ხელისუფლებამ ქუჩაში სამხედრო და წლის ჭავლის მანქანები განათავსა, თუმცა ძირითად შემთხვევაში ის არ გამოუყენებიათ. ამ დრომდე, აქციებზე ძალოვანმა უწყებებმა 12,000 დემონსტრანტი დააკავეს, ასობით მათგანი აწამეს. მიუხედავად ამისა, საპროტესტო მოძრაობა გრძელდება.

დემონსტრაცია გამართეს ასევე ლუკაშენკოს მომხრე პენსიონერებმა, ბევრი მათგანი უშიშროების სამსახურების უნიფორმით გამოვიდა ქუჩებში, სლოგანით "მშვიდობა, კეთილდღეობა და ტრადიციული ღირებულებები".

საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში 9 აგვისტოს. შემდეგ მიმდინარეობს, ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართაგვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG