ბელარუსში დაკავებული ამერიკის მოქალაქე და ორი ოპოზიციონერი საპატიმროდან გამოუშვეს, თუმცა, შიდაპატიმრობაზე გადაიყვანეს.
ვიტალი შკლიაროვი კონსულტანტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში მუშაობდა. ის ბელარუსში, საზოგადოებრივი არეულობის ორგანიზებისთვის დააკავეს, რომელიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან იყო დაკავშირებული. ის ოპოზიციონერ ლილია ვლასოვასთან და მარია კოლესნიკოვას ადვოკატ ილია სალეისთან ერთად დააკავეს.
სამივე მათგანი იმ დაკავებულთა ოპოზიციონერთა ჯგუგში იყო, ვისაც ლუკაშენკო 10 ოქტომბერს სასჯელაღსრულების ცენტრში შეხვდა. ბელარუსული მედია იუწყებოდა, რომ ლუკაშენკომ ოპოზიციონერებთან, კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი განიხილა.
კვირასაც, ისევე, როგორც ყველა წინა კვირა დღეს, 9 აგვისტოს არჩევნებიდან მოყოლებული, ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ბელარუსის ქუჩებში. აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოფიციალური მონაცემებით, ხმების 80% ალექსანდრ ლუკაშენკომ, 10% კი, ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანუსკაიამ მიიღო.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ლუკაშენკომ არჩევნები გააყალბა და ის არალეგიტიმური პრეზიდენტია. ოპიზიციის სამი ლიდერი ქალიდან, ორი, სვიატლანა ციხანუსკაია და ვერონიკა ცეპკალა იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და თავშესაფარი ევროპაში ეთხოვათ. მესამე, მარია კოლესნიკოვა კი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს.
Facebook Forum