ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლესნიკოვამ სარჩელი ბელარუსის მთავრობის წინააღმდეგ შეიტანა


ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარია კოლესნიკოვა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მოკვლით დაემუქრნენ, როცა კვირის დასაწყისში მისი ბელარუსიდან უკრაინაში იძულებით გაგდება სცადეს. ეს ინფორმაცია კოლესნიკოვას ადვოკატის მიერ ხუთშაბათს შეტანილი საჩივრით დასტურდება.

კოლესნიკოვა, უკრაინაში ძალით გაგზავნას შეეწინააღმდეგა და მან საკუთარი პასპორტი დახია.

ოპოზიციონერის ადვოკატმა სარჩელი ბელარუსის მთავრობის, მათ შორის უსაფრთხოების პოლიციის წინააღმდეგ შეიტანა, გატაცების, არალეგალური დაკავების და მკვლელობის მუქარის მუხლით.

სარჩელის წარდგენის შემდეგ, საგამოძიებო კომიტეტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ინფორმაციის არქონის გამო, კომენტარს ვერ გააკეთებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG