ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამინისტია" ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას აქვეყნებს


ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორიოს ამინისტია“ განცხადებას ავრცელებს და გმობს, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. საუბარია კვირას, საპროტესტო აქციის მონაწილეეების დაკავებაზე, რომლებსაც 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„ბელარუსის ოფიციალურ პირებს, ნამდვილად, ეშინიათ ქვეყანაში თავისუფლად შეკრების უფლებისა და ახლა ამის კრიმინალიზაციას ცდილობენ. მათ დააკავეს 231 ადამიანი. დემონსტრანტები კვირას ტერორის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ახლა ოფიციალური პირები მათ კიდევ უფრო მეტად დაშინებას ცდილობენ“, თქვა დენის კვიროშეევმა, „საერთაშორისო ამინისტიის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების აღამსრულებელმა დირექტორმა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დემონსტრანტების კრიმინალებად გამოცხადება, ნათლად აჩვენებს, რომ ბელარუსის ხელისუფლება არ იცავს ადამინის უფლებებსა და თავისუფლებას. „საერთაშორისო ამინისტია“ სისხლის სამართლის საქმეს დემონსტრანტების წინააღმდეგ „აბსურდულს“ უწოდებს.

„მოვუწოდებთ მსოფლიოს მთავრობებს, გასცენ პასუხი ზეწოლის მანკიერ წრეს და უსამართლობის გაღრმავებას ბელარუსში, იმით, რომ ზეწოლა მოახდინონ ბელარუსის მთავრობაზე და დარწმუნდნენ, რომ ისინი პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს“, ნათქვამია განცხადებაში.

ორშაბათს, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა, გამოძიება დაიწყო 231 ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც კვირას, მინსკში მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე გამოდიოდნენ. მათ ბრალად ედებათ „ისეთი აქტივობის ორგანიზება და მომზადება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს“. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილებს არ ჰქონდათ უფლება მსგავსი აქცია ჩაეტარებინათ, ამიტომაც მათი დაკავება გახდა საჭირო.

ხალხი უკვე მესამე თვეა ქვეყანაში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებს. ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, თუმცა ბელარუსი ხალხი, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, არ აღიარებს ამ შედეგებს და გამარჯვებულად სვიატლანა ციხანუსკაიას, ოპოზიციის ლიდერს თვლის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG