ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალტიისპირეთის სანქციები ლუკაშენკოს


ლუკაშენკოსა და კიდევ 29 ბელარუს ოფიციალურ პირს, ლიეტვუა, ლატვია და ესტონეთი, მოგზაურობის აკრძალვას უწესებს.

ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, დასავლეთს მოუწოდებს, ლუკაშენკოს წინააღმდეგ უფრო ქმედითი, მკაცრი ზომები მიიღოს. ვიდრე ევროკაშირის სხვა ქვეყნები, სანქციებს დააწესებენ, იმ ოფიციალურ პირებს, ვინც არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდა, საქნციებს ლიეტვუა, ლატვია და ესტონეთი უწესებს.

"ჩვენ ვთქვით, რომ საჭიროა მშვიდობიანი დიალოგი და შეთანხმება, რეჟიმსა და საზოგადოებას შორის. მაგრამ, ვხედავთ, რომ რეჟიმი ამისთვის მზად არ არის. ამიტომ, ჩვენ დავინახეთ, რომ საჭიროა ნაბიჯების გადადგა და მაგალითის ჩვენება სხვა ქვეყნებისთის" - განაცხადა ლიეტვუის პრეზიდენტმა.

მსგავს სანქციებზე მუშაობს ევროკავშირის, მაგრამ დასავლური ქვეყნები ძირითადად ფრთხილობდნენ, რუსეთისგან მომავალი შესაძლო ინტერვენციის გამო.

ლიეტვუას თავშეფარებული სვიატლანა ციხანუსკაია, ბელარუსი ოპოზიციის ლიდერი, ესტონეთის მიწვევით, პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრებს.

მანამდე კი, ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. კვირას, ლუკაშენკოს გადადგომისა და ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით, მინსკში ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა. პოლიციამ, 200-მდე დემონსტრანტი დააკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG