აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური რესურსების კონტროლის ოფისმა, ბელარუსში 8 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა, 9 აგვისტოს გაყალბებულ არჩევნებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობაში შესრულებული როლისთვის. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც წარსულში 16 ბელარუსი ოფიციალური პირისთვის სანქციების დადება, #13405 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად მოხდა.
ბელარუსში, 16 ოფიციალურ პირს, დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლის გამო, სანქციები 2006 და 2010 წლების არჩევნების შემდეგ დაუწესდათ.
"ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს საკუთარი ლიდერების ასარჩევად და მათი რეალიზაციისთვის მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას, ბელარუსი ლიდერები ძალადობით შეხვდნენ" - თქვა ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა. მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მის უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ერთსულოვანია ამ მისიაში და საზღაურს უწესებს ბელარუს ლიდერებს.
Facebook Forum